26 Views
კონფიდენციალური შეიარაღების შეთანხმების ფარგლებში სამხრეთ კორეა პირველად გაყიდის საარტილერიო ჭურვებს, რომლებიც განკუთვნილია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც იცნობენ შეთანხმებას, განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები შეიძენს 100,000 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვს იმისთვის, რომ უკრაინულ ძალებს მიაწოდოს.
ჭურვები საკმარისია უკრაინის საარტილერიო დანაყოფების მხარდასაჭერად მინიმუმ რამდენიმე კვირის ინტენსიური ბრძოლისთვის.