35 Views
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
უკრაინის დედაქალაქში სალივანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. სალივანთან ერთად კიევში იმყოფება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი.
თეთრი სახლის ინფორმაციით, სალივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. სალივანმა ასევე ისაუბრა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს, T-72-ის ტიპის მოდერნიზებულ ტანკებს და „მიწა-ჰაერი“ კლასის მოდერნიზებულ რაკეტებს მოიცავს.