“დაუყოვნებლივ დატოვეთ ქვეყანა!” – აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

0
497
21 Views

აშშ-ის საელჩო მოსკოვში, საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის სასწრაფო წესით დატოვებისკენ მოუწოდებს.

“თავი შეიკავეთ რუსეთში მოგზაურობისგან. ვინც ახლა ცხოვრობთ ან ახლა მოგზაურობთ რუსეთში, დაუყოვნებლივ დატოვეთ ქვეყანა”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მანამდე, მსგავსი განცხადება გაავრცელეს საკუთარი მოქალაქეების მისამართით ესტონეთმა და ბულგარეთმაც.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში თებერვაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. უკრაინელებმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, სექტემბერში კი კონტრშეტევაზეც გადავიდნენ და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილიც გაათავისუფლეს. პრეზიდენტმა პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ოფიციალურად 300 ათასი ადამიანის გაწვევას აპირებს ჯარში. ფაქტს არეულობებიც მოჰყვა. გარდა ამისა, კრემლი უკრაინასა და დასავლეთს ბირთვული დარტყმითაც ემუქრება.

Cesko