“ჩინეთს რუსეთის აგრესიის დაგმობა არ სურს, პეკინი შეუერთდა მოსკოვს და ეჭვქვეშ აყენებს ერების უფლებას” – სტოლტენბერგი

0
383
23 Views

მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა თქვა, რომ “ისაუბრეს იმაზე, თუ რას გააკეთებენ უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის კიბერუსაფრთხოებისა და აღჭურვილობის მიწოდების კუთხით”.

მისივე თქმით, უკრაინას ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვაში უნდა დაეხმარონ, რათა მათ “დაიცვან თავიანთი სახლები და ქვეყანა და დამპყრობლების ძალები უკან დახიონ”.

NATO-ს გენერალური მდივანი რუსეთის აგრესიის გლობალურ და ხანგრძლივ გავლენაზეც საუბრობს.

“იმას, რაც უკრაინაში ხდება, მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩინეთს რუსეთის აგრესიის დაგმობა არ სურს, პეკინი შეუერთდა მოსკოვს და ეჭვქვეშ აყენებს ერების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. ეს სერიოზული გამოწვევაა. NATO-ს მოკავშირეებისა და ჩვენი პარტნიორების მიერ შემოღებული სანქციები უპრეცედენტო და საზიანოა”

Cesko