საინტერესოა, ვისთვის იქნება 2022 წლის ნოემბერი „ტკბილი“… ვარსკვლავებმა ამაზე ბევრი იმსჯელეს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი წილი „ტკბილი ნოემბერი“ მოუწყვეს, როგორც ფინანსურად ისე სიყვარულში.
ვერძი
მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. იყავით მეტად დიპლომატიური და ტაქტიანი ურთიერთობაში. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ საქმე უსიამოვნებამდე არ მივიდეს, შელაპარაკება კი კამათში არ გადაიზარდოს. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტონ. მატერიალური მდგომარეობა შეიძლება მეუღლის დახმარებით გაიუმჯობესოთ. ან შეიძლება სამსახურში ხელფასი მოგიმატონ, ან დამატებითი შემოსავალი გაგიჩნდეთ. გაითვალისწინეთ წარსული სიტუაციები და გარკვეული თანხა “შავი დღისთვის” გადაინახეთ.
კურო
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, განსაკუთრებით სამსახურში. მიმოიხედეთ ირგვლივ და აუცილებლად შეამჩნევთ ადამიანს, რომელიც შეიძლება თქვენი მეწყვილე გახდეს. შეიძლება თქვენს გარემოცვაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენი სულიერი მეგობარი გახდება. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ მეუღლეს. იყავით მზრუნველი და დაინტერესდით მისით, თუნდაც ყოველდღიური საკითხებით. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური გექნებათ. შეიძლება შეგიმცირდეთ შემოსავალი. ან ვერ მიიღოთ ის თანხა, რისი იმედიც გქონდათ.
ტყუპები
რომანტიკული თავგადასავლები და ინტრიგები მოგინდებათ. გაფრთხილდით თუ პარტნიორი უკვე ჰყავთ, ხოლო მარტოხელები შეიძლება თავით გადაეშვათ ახალ-ახალ რომანებში. საბედნიეროდ, მთელი თვის განმავლობაში საინტერესო ნაცნობობა ხშირად გელით. დაქორწინებულებმა ღალატის გამო არ გაირთულოთ დამოკიდებულება მეუღლესთან. საყვარელ ადამიანთან ერთად ხშირად ეწვიეთ გასართობ ადგილებს გამონახეთ დრო და ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ. მანდილოსნებმა შეიძლება გაიგოთ, რომ ბავშვს ელოდებით. შეიძლება მოიგოთ აზარტულ თამაშებში ან მიიღოთ ფულადი ჯილდო.
კირჩხიბი
განაახლეთ ოჯახური ტრადიციები. ხშირად უმასპინძლეთ შინ ნათესავებს. ზოგიერთი შეიძლება საგვარეულო ისტორიებით დაინტერესდეს, გენეოლოგიური ხის შედგენა გადაწყვიტოს. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად, გაიხსენეთ ტკბილად გატარებული დრო. შეყვარებულებმა კი შეიძლება დაქორწინება მოინდომოთ. მარტოხელები ყველანაირად უნდა გააქტიურდეთ, რომ თვის ბოლომდე თქვენთვის მისაღები ადამიანი გაიცნოთ. ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური და გულთან ყველა უსიამოვნებას ნუ მიიტანთ. ოჯახში კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვაროთ. არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოთ ოჯახური ჰარმონია. ნოემბერში მოერიდეთ ფულის ფლანგვას.
ლომი
თქვენი “ბრალი” ისაა, რომ ვერ გარკვეულხართ, რა გსურთ საყვარელი ადამიანისგან. გამორიცხული არაა, ნოემბერში ერთდროულად რამდენიმე რომანი რომ გააბათ, რადგან ვერ გადაწყვიტოთ, უპირატესობა ვის მიანიჭოთ. თუმცა, არ გადააჭარბოთ – რჩევა-რჩევაში ყველამ ერთდროულად რომ არ მიგატოვოთ. დაქორწინებულებმა არ გაართულოთ დამოკიდებულება მეუღლესთან, წვრილმანი უსიამოვნებების გამო ნუ გაებუტებით ერთმანეთს. მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობას. ნებისმიერ შემთხვევაში გულახდილი საუბარი კარგი იქნება. იყავით საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღებიანი, გაანებივრეთ საჩუქრებით, მზრუნველობით. რაც შეეხება ფინანსებს, მეტი რაციონალურობა გმართებთ. სანამ დოკუმენტებს ხელს მოაწერთ, კარგად გადაიკითხეთ ყველა პუნქტი. თუ თავისუფალი თანხა გამოგიჩნდებათ, არ დახარჯოთ, სარფიან საქმეში დააბანდეთ.
ქალწული
პირად ცხოვრებას უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, ვიდრე ფულის გამომუშავებას. თუმცა, გაფრთხილდით, დაიცავით ბალანსი, რომ საყვარელი ადამიანი არ “დაგავიწყდეთ”. მაქსიმალურად მოერიდეთ მეუღლესთან კონფლიქტს, მეტად უნდა დაუთმოთ, გაუფრთხილდეთ. ხშირად მოიწყვეთ რომანტიკული საღამოები. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება ან ოფიციალურად დანიშვნა გადაწყვიტონ. თვის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ნუ დაგენანებათ ფული მდიდრული სამოსის, აქსესუარების შეძენაში.
სასწორი
სასიყვარულო ურთიერთობებში მეტად მომთმენი უნდა იყოთ. მშვიდობისკენ უნდა ისწრაფოდეთ და არა ომისთვის. მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობის გაუმჯობესებას. შეიძლება ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტოთ. მარტოხელებს ნოემბერში რომანტიკული ნაცნობობა გელით, რომელიც თუ ქორწინებით არ დაგვირგვინდება, მყარ მეგობრობაში მაინც დაგაიზრდება. თუ უკვე ნაპოვნი გყავთ რჩეული, კონფლიქტები მშვიდობიანად მოაგვარეთ და დაშორებამდე არ მიხვიდეთ. ეს თვე კარგია ნიშნობისა და ჯვრისწერისთვის. რაც შეეხება მატერიალურ სფეროს, თავად უნდა იყოთ აქტიური, რომ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. დიპლომატიურად მოითხოვეთ წარსულში შესრულებული საქმეების ანაზღაურება. შანსი გაქვთ, რომ ბევრს მიაღწიოთ და არ იზარმაცოთ.
მორიელი
სასიყვარულო სფეროში განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით, მარტოხელები ნუ შეეცდებით ახალი კავშირების გაბმას, აქედან კარგი მაინც არაფერი გამოვა, იმედგაცრუებული დარჩებით. ამას დაემატება გადაღლილობა სამსახურის და სოჯახო ვალდებულებების გამო. შეყვარებულებსაც კი მოგიწევთ მეწყვილესთვის გრძნობების დამალვა. ან შეიძლება ისე ხშირად ვერ შეხვდეთ ერთმანეთს, როგორც ეს ნომებრამდე ხდებოდა. დაქორწინებულები მოერიდეთ პარტნიორთან კამათს. შეიძლება იმდენი ფული ვერ მიიღოთ, რასაც ელოდით და წვრილმანებზე ეკონომიის გაკეთებამ მოგიწიოთ. თუმცა, ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს.
მშვილდოსანი
მარტოხელებმა განსაკუთრებით უნდა მოინდომოთ, რომ გაგიუმჯობესდეთ პირადი ცხოვრება და თქვენ გვერდით ღირსეული ადამიანი გამოჩნდეს. ხშირად წამოდექით სავარძლიდან და გაისეირნეთ, კარგი ადამიანების კამპანიაში იმხიარულეთ. თუმცა, არც ახალდაწყებულ რომანში გირჩევთ თავით გადავარდნას, უმჯობესია, ჯერ კარგად გაიცნოთ ადამიანი. ობიექტურად შეაფასეთ მისი ქცევაც და სიტყვებიც. დაქორწინებულებმა შეიძლება მეუღლისგან ეჭვიანობა ან უნდობლობა იგრძნონ. რაც შეეხება ფინანსურ სფეროებს, ნოემბერში უმჯობესია, ხელმომჭირნეობა, ვიდრე ფლანგვა. თუ დაქვემდებარებულ პოზიციაზე ხართ, შემოსავლის გაზრდას ნუ ელით. დამატებითი შემოსავლისთვის მომავალი თვიდან დაიწყეთ ზრუნვა.
თხის რქა
ჯიუტი, მაგრამ მშვიდობისმოყვარე უნდა იყოთ. მართალია, რთული შესასრულებელია, მაგრამ უნდა შეძლოთ. მხოლოდ საკუთარი სურვილების კი არა, გარშემო მყოფების ინტერესების გათვალისწინებითაც იმოქმედეთ. ეცადეთ, ყველა კონფლიქტი დიპლომატიურად მოაგვაროთ. მარტოხელებს ნოემბერში სასიამოვნო ნაცნობობა და რომანტიკული ნაცნობობა ელით. უკვე შეყვარებულები, თუ ოფიციალურ დაქორწინებას არა, ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, მაგრამ ნოემბერი ქორწინებისა და ნიშნობისთვისაც საუკეთესო თვეა. თუმცა, თქვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადავა, თუ კარიერის გამო მასზეც უარს იტყვით. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს. ზოგიერთმა შეიძლება ქორწინებით აიმაღლო სოციალური სტატუსი. დაქორწინებულები თხის რქები მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მეუღლის ფულით შეძლებენ.
მერწყული
ბალანსი უნდა დაიცვათ მუშაობასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში, რაც შესანიშნავად გამოგივათ. მარტოხელებს გაქვთ შანსი, რომ გაიცნოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი და მასთან გააბათ რომანი. ის შეიძლება იყოს თქვენზე ან სტატუსით მაღლა მდგომი, ან ასაკიანი. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ. ან სულაც განქორწინებულებისთვის იყოს ეს მეორე ქორწინება. დაქორწინებულებს გაგიუმჯობსდებათ ერთმანეთთან დამოკიდებულება. შანსი მოგეცემათ, რომ ერთად დაისვენოთ. სამსახურის საქმეები კარგად მიგდით, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ. სხვათა შორის, ფული შეიძლება უცხოელი პარტნიორებისგანაც კი მიიღოთ.
თევზები
საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ერთად უნდა იზრუნოთ საერთო მიზნების განხორციელებაზე. მობილიზებული იქნებით, დოვლათის, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაზე. რაც შეეხება რომანს ნოემბერში შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მარტოხელებს ცხოვრებით ტკბობის საშუალება მოგეცემათ. დაესწრებით სხვადასხვა მოდურ წვეულებას, სადაც ფლირტის შესაძლებლობაც მოგეცემათ. ზოგიერთმა კი შეიძლება ახალი სექსუალური პარტნიორიც კი გაიჩინოს. ზოგიერთი შეიძლება ყოფილ პარტნიორებსაც კი დაუბრუნდეთ, ზოგიერთმა მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაიუმჯობესოთ პარტნიორის ფინანსებით, ან ანგარებიან ქორწინებაზეც დათანხმდეთ. მეუღლესთან ერთად შეიძლება დაიწყოთ ახალი საქმიანობა ან ფული მიიღოთ უცხოეთიდან.