მარიკუნა მიქატაძის უკანასკნელი კადრები… – ნახეთ, ვრცელდება სულისშემძვრელი 2 ვიდეო

0
5058
27 Views

მარიკუნა მიქატაძეს მეგობრები ემშვიდობებიან.

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ალინა არველაძე და მარიკუნასთან დაკავშირებით კადრებს გვიზიარებს.

„არ მჩვევია წერა და ჩემი აზრების გაზიარება, მაგრამ ვიცი როგორც გიყვარდა შენ ყურადღება და სულ გჭირდებოდა თან ეს ჩემო ვარსკვლავო❤️

რომ გაგახარო მინდა ეს ყველაფერი დავწერო და მადლობა გადაგიხადო ყოველი წუთისთვის რაც ერთად გავატარეთ. ნამდვილი ბედნიერება იყო შენთან მეგობრობა, ჩვენი მოგზაურობები და სიგიჟეები არასოდეს დამავიწყდება. ცოტა ხნის წინ ღმერთმა მაჩუქა შენთან ბოლო ხუთი დღე ერთად ყოფნის. ყოველი წუთი და ყოველი ხუმრობა მახსოვს ჩვენი.

იმდენი რამე მასწავლე ამ რამდენიმე წელიწადში ჩვენი მეგობრობის რომ სულ მადლობელი ვიქნები მაგისი. ყველაზე კარგად იცოდი შენ ბედნიერება რა ძვირფასია და მეც მასწავლე რომ ამისი არ უნდა მეშინოდეს თავისუფალი და ბედნიერი რომ ვიყო.

არც ერთ ჩარჩოში არ ეტეოდა შენი სიცოცხლის მიმართ სიყვარული და შფოთვას იწვევდი შენ ამ ყველაფრის უზომობით ხალხში, მაგრამ მე ზუსტად ეს მიყვარდა შენში❤️

სულ ვიძახდი რომ ბავშვივით ხარ, სუფთა ბავშვივით და ყველა ბავშვს სჭირდება მოვლა და ზრუნვა. ბოდიში, რომ ვერ დაგიცავით ამ ცხოვრებისგან ჩვენო უბოროტო ანგელოზო.

მემახსოვრები სულ ბედნიერი და ლამაზი, ჩემო საამაყო მეგობარო,“ – წერს ალინა არველაძე.

 

Cesko