“არა, არანაირი კითხვები [საზღვარზე], მშვიდად შემოვედი, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ. – რეალითი შოუს “დომ 2”-ის წამყვანი ქსენია ბოროდინა

0
466
19 Views

რეალითი შოუს “დომ 2”-ის წამყვანი ქსენია ბოროდინა საქართველოშია. საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე პუტინის პროპაგანდისტი თბილისის უკანა ხედით ფოტოს აქვეყნებს.

რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა, აფხაზეთშია ნამყოფი, შესაბამისად, მას საქართველოს კანონი, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვეული აქვს, თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა, არც საზღვარზე, არც შემდგომ.

მან ფორმულას უთხრა, რომ საზღვარზე “გულითადად შეხვდნენ”. მისივე თქმით, აფხაზეთში ნამყოფია, საქართველოს საზღვარზე კი ამის შესახებ არაფერი უკითხავთ.

“არა, არანაირი კითხვები [საზღვარზე], მშვიდად შემოვედი, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ. როდესაც გავაჟღერე [რუსეთში], რომ აქ მოვდიოდი, მითხრეს, რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც პრობლემები, თუმცა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერი კარგადაა.

დიახ, ვიყავი აფხაზეთში, დავარღვიე [კანონი]? რატომ? მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში. საზღვარზე ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამთ. აფხაზეთში გავლით ვიყავი”, – თქვა მან.

აფხაზეთში ყოფნის ფოტო და ვიდეო მასალა ბოროდინას სოციალურ ქსელშიც აქვს გამოქვეყნებული.

წყარო – ფორმულა

Cesko