გორში მასწავლებლებმა ერთმანეთი სცემეს, პატრულის გამოძახებაც გახდა საჭირო – მათგან ერთ-ერთი ქალბატონია

0
631
70 Views

გორში, მე-3 საჯარო სკოლაში, მასწავლებლებმა ერთმანეთი სცემეს. მომხდარის შედეგად ერთ-ერთ მათგანს, თეა კეჩხუაშვილს სკოლა დაატოვებინეს.

კეჩხუაშვილმა დირექტორისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, რასაც კიდევ ერთი ინციდენტი მოჰყვა, შედეგად სკოლის დირექტორმა, ვახტანგ სუხიტაშვილმა პატრული გამოიძახა.

„შეკრიბა, ცალკე ოთახში გაიყვანა კომისიის წევრები. სასწრაფოდ დააწერინა აქტი და ისე რომ არავინ არ გააფრთხილა, ატვირთა გათავისუფლება. ფიზიკური შეურაცხყოფა არის დასჯადი, ხომ? იყო პატრული, წავიდა პატრული, მე ვარ თავისუფალი. თუ იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, სად არის პატრული, რატომ არ ვარ საგამოძიებოში. კიდევ ერთხელ იტყუება ბატონი ვახტანგი”, – განაცხადა კეჩხუაშვილმა.

სუხიტაშვილის თქმით, კეჩხუაშვილის მხრიდან მოხდა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი ძალადობა.

„თეა კეჩხუაშვილი შემოვარდა ჩემს კაბინეტში, მერე ბუღალტერიაში დაამტვრია ქსეროაპარატი. ურტყა სხვადასხვა ნივთებს. მე გამოვარიდე თავი და გადავრჩი ფიზიკურ შეურაცხყოფას. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ახლა პატრული მყავს გამოძახებული”, – აღნიშნა სუხიტაშვილმა.

გათავისუფლებული მასწავლებლის განცხადებით, ის აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს და დავა სასამართლოში გააგრძელოს.

წყარო: pia.ge

Cesko