მოდელი, ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად რთული ბოლო პერიოდისა, მან მოახერხა დაბრუნება და კვლავ სოციალურად აქტიურობა.
“ბოლო კვირები ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, მოვახერხე დაბრუნება და ისევ სოციალურად აქტიური გავხდი. მე მაქვს პასუხისმგებლობა საერთაშორისო ბრენდებთან, სააგენტოებთან და პარტნიორებთან, მაქვს პასუხისმგებლობა თქვენ მიმართ, მყავს თითქმის 400 ათასი მიმდევარი, უბრალოდ ვერ გავქრები, რადგან თავს კარგად არ ვგრძნობ, ეს არ არის საბაბი… მანამდეც კი ვცდილობდი ნაკლები სიხშირით გამომექვეყნებინა, რათა არ მქონოდა გადაკვეთა მიმდინარე სასამართლო პროცესებთან, მაგრამ როგორც ჩანს ამას მნიშვნელობა არ აქვს, უფრო მეტიც, ვფიქრობ, არასწორია ამის გამო კარიერის შენელება და კონტრაქტების გაუქმება.ახლა დავბრუნდი მეტი სიხშირით, მეტი აქტივობით და ვეცდები ყველაფერი გაგიზიაროთ რაც შემიძლია, მიყვარხართ“, – წერს ნეკა დოროყაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოდელი, ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს, ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დებდა ბრალს. 2-წლიანი სასამართლო პროცესების შემდეგ სპორტსმენი სასამართლომ ყველა ასპექტში გაამართლა.