როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

0
352
31 Views

1-ელ ნოემბერს ქუთაისში +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთშიც, სადაც დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ნალექიანი დღეა. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +12, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. +14 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი.

გუდაურში დღისით +6 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა. ომალოში დღისით +7 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო დღე, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღე იქნება. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +18 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უმეტესად უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

Cesko