პირველ ნოემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

0
274
23 Views

1-ელ ნოემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინერეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Cesko