20 Views
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უმცროსი შვილი მონათლა. ალექსანდრე პაპუაშვილის ნათლობა რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძარში გაიმართა.
ფოტოებს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
წყვილს ორი შვილი ჰყავს.
შალვა პაპუაშვილმა და გვანცა სუთიძემ ერთმანეთი წლების წინ, თბილისობაზე, საერთო სამეგობრო წრეში გაიცნეს, 2012 წელს კი იქორწინეს. წყვილს პირველი შვილი ელენე პაპუაშვილი 2013 წელს შეეძინა. მეორე შვილი ალექსანდრე თებერვალში დაიბადა.
პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ის თავისუფალ დროს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ატარებს.