„ისინი რეალურ ზიანს აყენებენ ცოტნეს…” – ვისზე საუბრობს კონსტანტინე გამსახურდია და როგორია მისი ძმის მდგომარეობა?

October 29, 17:45
0
306

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის ხელისშემშლელ ფაქტორების შესახებ, მისი ძმა, კონსტანტინე გამსახურდია ვრცელ ინფორმაციას ავრცელებს.

“ცოტნეს რეაბილიტაციის ხელისშემშლელ ფაქტორებს რაც შეეხება:

ჩემი ძმის, გიორგის ამ ინტერვიუში, რომელიც მრავალმა სააგენტომ გააზიარა, ყველაფერი ამომწურავადაა ნათქვამი. ჩემი სოლიდარობა და თანადგომა ანას, რომელმაც მართლაც თავი გადადო. მადლობა ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პირადად ჩაერთო, როდესაც ცოტნეს მოთავსდება საჭირო გახდა დაცულ ობიექტში, სადაც ის სამხედრო პოლიციის დაცვის და 24 საათიანი ყურადღების ქვეშ არის. მადლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბ-ნ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელმაც თანხა (30 ათასი ევრო) გამოყო ძვირად ღირებული მულტიფუნქციური, მობილური სავარძლის შესაძენად. მადლობა ავთო, ბუტა და რეზიკო ჯორბენაძეებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ცოტნესთვის და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაგვატანინეს კოვიდი.

მ. არჩვაძის სექტის ბოროტი შიზოფრენია მართალია, ჯერ კიდევ ბობოქრობს, მაგრამ ის აუცილებლად შეიზღუდება. ამავე დროს მსურს იცოდეთ: ისინი რეალურ ზიანს აყენებენ ცოტნეს. აბრკოლებენ მის რეაბილიტაციას, აშინებენ, დევნიან და აბულინგებენ ადამიანებს. იყო ობიექტზე შეჭრის მცდელობებიც. მათ სამარცხვინო ქმედებებში ისეთი მძიმე დეტალებია, რომ მათი თქმა მხოლოდ პირადი საუბრისას თუ შეიძლება და გასაჯაროება უბრალოდ უხერხულია”- წერს გამსახურდია.

Cesko