30 Views
მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე აქამდე უცნობ ისტორიას იხსენებს.
“კონფლიქტს მეც ვერიდები, მაგრამ ზოგჯერ ხდება ხოლმე. სანამ გნახავენ, ვინ ხარ, მანამდე ყველა დიდ გულზეა. მერე კი, ამბობენ, არა, ძმაოო (იცინის). ნასვამზე იციან ხოლმე თქმა, ნეტავ, შენთან მაჭიდავაო. ძმაკაცი მყავს, 45 კილოგრამი, სახალხოდ დამემუქრა: მუხლზე გადაგიმტვრევო. ახლა თვითონაც ნანობს, მაგრამ (იცინის).. ძლიერ ადამიანებს ბევრის მოთმენა შეუძლიაო, ამბობენ. თუმცა, თუ საჭირო გახდა, არაა პრობლემა. მაგრამ, ვცდილობ, ყველაფერი წყნარად და მშვიდად მოვაგვარო”, – ამბობს ლაშა ტალახაძე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე არის ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი.