“თურმე მალავდა ავადმყოფობას, რო არ შეეწუხებინა არავინ. სიკვდილს ებრძვის… გაავრცელეთ, იქნებ ნათესავებამდე მივიდეს ანდროს ამბავი”

0
5242
27 Views

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გოგი კალანდია ემოციურ მიმართვას ავრცელებს კაცზე, რომელმაც ახლობლებს თავისი ავადმყოფობის შესახებ დაუმალა და ახლა სიკვდილს მარტოობაში, ერთ-ერთ საავადმყოფოში ებრძვის.

“გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია. ეხება სენაკელებს. თუ ვინმე იცნობთ ამ ადამიანს, ანდრო ხურციას, რომელიც სენაკელია, ცხოვრობდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ბოლოს. ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანი, თურმე მალავდა ავადმყოფობას ,რო არ შეეწუხებინა ვინმე. ვითომ გერმანიაში იყო წასული და თავი აარიდა სამეგობრო სანათესაოს, არავის უთხრა თავისი გასაჭირი, თურმე იმყოფება ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოში და სიკვდილს ებრძვის, დიაგნოზი თავის ტვინის სიმსივნე, ბოლო სტადია, უგონოდ მიერთებულია აპარატზე, წამი წამზეა მისი სიცოცხლე. გაავრცელეთ იქნებ ნათესავებამდე მივიდეს ანდროს ამბავი, სავადმყოფოში უწევთ, მაგრამ ნამდვილი გვარსახელი არ იციან, ახლახანს გავიგე ეს ამბავი იქნებ გადავარჩინოთ!”, – წერს გოგი კალანდია.

Cesko