“ამერიკისთვის ჩვენ მხოლოდ იარაღი ვართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში…” – ხათუნა ხოფერია

0
1382
30 Views

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია საქართველოს ომში ჩართვის მცდელობასა და ამერიკის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“წლები გადის, მაგრამ არაფერი იცვლება…
რუსეთი, თურქეთი… ახლა, ამერიკაც დაემატა… დიახ, ამერიკა, რომლისთვისაც ჩვენ მხოლოდ იარაღი ვართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში…

საქართველო სახელმწიფოა! დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი და ღირსეული!
ამას ყველა უნდა შეეგუოს და ანგარიში გაუწიოს!
შორს ჩვენგან ილუზიები, ბრმა მორჩილება და სხვის წისქვილზე წყლის დასხმა!
მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკა!
მხოლოდ სამშობლოს ეკონომიკური ძლიერება და უსაფრთხოება, რომელიც თავის თავში მოცავს კულტურას, ტერიტორიებს, რწმენას, ტრადივიებს ანუ, ჩვენ იდენტობას!
დღეს ხალხი და ხელისუფლება ერთად დგას!
დღეს ხალხი და ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოების სადარაჯოზეა!
დღეს, როგორც არასდროს, შეუძლებელია ჩვენი სამშობლოს გამოყენება საკუთარი ინტერესების და ვინმეს ინტერესების წინააღმდეგ!
ჩვენ ერი ვართ!
ჩვენ ვართ სახელმწიფო”, – წერს ხოფერია.

Cesko