რუსეთის დუმამ “LGBT პროპაგანდის” ამკრძალველი კანონი პირველი მოსმენით მიიღო

October 28, 13:31
0
321

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო “LGBT პროპაგანდის” ამკრძალველი კანონი.

კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინია. სახელმწიფო დუმის Telegram არხის განცხადებით კანონი დუმამ ერთხმად მიიღო.

“ჩვენ გვაქვს ტრადიციები, ნამუსი და იმის გაგება, რომ უნდა ვიფიქროთ ბავშვებზე, ოჯახზე, ქვეყანაზე, შევინარჩუნოთ ის, რაც მშობლებმა გადმოგვცეს. სხვა ყველაფერი ცოდვა, სოდომია და სიბნელეა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ებრძვის.

ახალი კანონი კრძალავს “არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებსა ან (და) პრეფერენციებს” ნებისმიერი ასაკის რუსეთის მოქალაქისთვის. ასევე ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში, მათ შორის ე.წ. მედიის, ინფორმაციისა და რეკლამის კანონებში.

კანონის ამოქმედების შემდეგ რუსეთში კინოგაქირავებასა და სატელევიზიო არხებს უფლება არ ექნებათ შეიძინონ LGBT თემატიკის შემცვლელი პროდუქცია.

Cesko