იენს სტოლტენბერგი: ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი

0
196
20 Views

ჩვენ ვემზადებით ნატოს სამიტისთვის და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით გზას, თუ როგორ მივუდგეთ უკრაინის წევრობის მისწრაფებებს. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მოკავშირეები თანხმდებიან ბევრ საკითხზე და თანხმდებიან როდესაც საქმე ეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანებასაც, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჰააგაში განაცხადა.

„ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ნატოს კარი ღიაა. ჩვენ ამის დემონსტრირება ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების მოწვევით მოვახდინეთ. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი.
ჩვენ ასევე ვამბობთ,რომ ნატომ და უკრაინამ უნდა გადაწყვიტონ, როდის უნდა გახდეს უკრაინა ნატოს წევრი. ეს არ არის რუსეთის გადასაწყვეტი. პრეზიდენტ პუტინს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლება არ აქვს.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ყველა მოკავშირე მობილიზებულია არა მხოლოდ განცხადებით, არამედ საქმითაც, არის ის, რომ ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ახლა ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ გაიმარჯვოს უკრაინაში.

თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაშინ უკრაინის ალიანსში წევრობის საკითხი განსახილველი საერთოდ არ იქნება. ასე რომ, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ამ თემაზე, უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე. აქ მყოფმა ყველა მოკავშირემ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინას და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სამიტზე ჩვენ ასევე გავაძლიერებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას.

ჩვენ ასევე წინ წავალთ გაწევრიანების საკითხზე უკრაინისადმი ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებით, მათ შორის საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობიდან ნატოს სტანდარტებზე და პროცედურებზე გადასვლის მრავალწლიანი პროგრამის წარდგენის ჩათვლით, ალიანსი გააძლიერებს პოლიტიკური კავშირებს ნატო-უკრაინის საბჭოს ფარგლებში. რა თქმა უნდა, ვიპოვით საშუალებებს უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად კონკრეტული გზისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაზე ჰააგაში მყოფმა ალიანსის ლიდერებმა გენერალურ მდივანთან ერთად იმსჯელეს უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ნაბიჯებზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს ორგანიზაციამ ნატოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბუქარესტის დაპირების პრაქტიკულ დონეზე შესასრულებლად მსჯელობენ და აცხადებენ, რომ ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებებით უკრაინა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ნატოს წევრობას.

Cesko