29 Views
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს ბუდაპეშტში სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.