“ივანიშვილი პუტინისგან და ეშმაკისგან მოგვევლინა სასჯელად… ღამით დადის და…” – ნათელაშვილი

0
572
25 Views

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფარულად შეხვდა საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მას დავით გარეჯის დათმობაზე მოურიგდა, “ტვ პირველთან” ამბობს:

არ დამავიწყდება, 26 აპრილს, როცა მემუქრებოდა აზრებაიჯანელი მესაზღვრე სროლით, იმ დღეს შემოვიდა მათი შეიარაღებული ძალები, დაიკავეს ტერიტორია, რომელიც დღეს გადაიქცა დეურე მდგომარეობად და ამის შემოქმედია ბიძინა ივანიშვილი – არავითარი წინა ხელისუფლება, წინა ხელისუფლებას თავისი ცოდვები ეყოფა

ივანიშვილი 1 საათით ადრე ავიდა და თავს იქცევდა სტაფილოს წვენით, მართლა, ჰგონია რომ ას 120 წელი იცოცხლებს, რა ფასი აქვს ეგეთ სიცოცხლეს? როდესაც ამდენი მაგინებელი ჰყავს?

ვერაგობა ივანიშვილის ხელობაა. ბანდიტობა, ძარცვა, თაღლითობა, მის სისხლშია და ის პუტინისგან და ეშმაკისგან მოევლინა სასჯელად საქართველოს, ღმერთი დაგვეხმარება, ალბათ, მაგრამ ჩვენც ხელი უნდა გავანძრიოთ და ძალიან მალე მოვიცილოთ ეს უბედურება, რომელიც წარმოადგენს გველეშაპს. ყველაფერზე წამსვლელია.

სხვათა შორის თვითონ დადის ღამე ხეების ასარჩევად, მთვარიან ღამეს, განსხვავებით გალაკტიონისგან, არაფერი რომანტიული არ არის ამის ღამით სიარულში. ეს არის კრიმინალი ტერორისტი, აფარებული აქვს ქვეყანა და მძევლებით ვაჭრობს და გუშინ იყო მძევლებით ვაჭრობის ერთ-ერთი ეპიზოდი და ამაზე ის აგებს პასუხს – მისი ზეობა მთავრდება, მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგაა, მთელი მსოფლიო გვეხმარება რომ მოვიშოროთ, მთავარია გამოვფხიზლდეთ. სამ დღიანი შეკრებაა საჭირო ქართველი ხალხის.

პარლამენტში რომაა წამოწოლილი ოპოზიცია, ის მზად ვერ იქნება, 2024 წლამდე უნდა მიიტანოს თავისი გაჭირვებული სული, იმ პრივილეგიებში, რაც პარლამენტს ახასიათებს. ჩვენ მზად ვართ 3 დღე გვინდა შეკრება რუსთაველზე, ივანიშვილის ნასახი არ იქნება, თავისი გადაწყვეტილებებიანად.

Cesko