„მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი არა მა­რიო ხარ ჩი­მა­რო…” – ნახეთ რას წერენ ცნობილი ადამიანები და სოცქსელის აქტიური მომხმარებლები სააკაშვილის დღევანდელ სიურპრიზზე

0
1834
35 Views

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბას აგ­რძე­ლებს. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ლიზა იას­კოს­თან აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე სა­ა­კაშ­ვილ­მა მე­სა­მე შვი­ლი გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

სა­ა­კაშ­ვი­ლის პოსტს კო­მენ­ტა­რებ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მათ შო­რის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: „კე­თი­ლი იყოს შენი მობ­რძა­ნე­ბა ალი­სა ამ ძა­ლი­ან მა­გარ სამ­ყა­რო­ში, მაგ­რამ ხან­და­ხან ჭო­რიკ­ნე­ბის ბუ­დე­ში, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან სხვი­სი ცხოვ­რე­ბა ისე და­კორტნონ, სა­კუ­თა­რი გა­და­ა­ვი­წყდეთ. სოფო, ისეთ ფორ­მა­ში ხარ, ბრწყი­ნავ“.

ლელა კი­ლა­ძე: „გი­ლო­ცავ მიშა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მა­მი­კოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას გი­სურ­ვებ ალი­სა. სას­წა­უ­ლი გო­გო­ე­ბი ხართ, სო­ფია, მიყ­ვარ­ხართ“.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ექ­სპრე­ზი­დენტს მე­სა­მე შვილს ულო­ცავ­დნენ, თუმ­ცა მათ შო­რის იყო სა­ხუ­მა­რო კო­მენ­ტა­რე­ბიც.

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი არა მა­რიო ხარ ჩი­მა­რო…”

“ლა­თი­ნურ სე­რი­ალს ჰგავს… თავ­გზა აგ­ვი­რია ამ კაც­მა ბო­ლოს და ბო­ლოს ვერ გა­ვი­გეთ ვისი ქმა­რია ეს კაცი… ბავ­შვი ან­გე­ლო­ზია სოფო უნი­ჭი­ე­რე­სი და უსაყ­ვარ­ლე­სი. სან­დრა არის და იქ­ნე­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე ქა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბა სან­დრას.“

“სან­დრა მის­ტი­რის, სოფო უმ­ღე­რის, ლიზა ათე­ნებს რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან… ასეთ პი­რად ცხოვ­რე­ბას გი­სურ­ვებთ 2022 წელს ჩემ­თვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ, სხვე­ბის­თვის არ მე­მე­ტე­ბა…”

“მე ვფიქ­რობ, რომ შენ არა­სო­დეს იმ­სა­ხუ­რებ­დი სან­დრა რუ­ლოვსს. ცუ­დია, რომ ეს წლე­ბი შენ მო­გი­ძღვნა.“

Cesko