22 Views
მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, ახალი ომი შეიძლება გამოიწვიოს, – განაცხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.
„გეთანხმებით, რომ სამართლიანი მშვიდობაა საჭირო. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, ახალი ომი შეიძლება გამოიწვიოს“, – გერმანიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
25 ოქტომბერს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა.