უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია.
„ვესაუბრე ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს. მე მჯერა, რომ პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებსა და ბრიტანულ ხელმძღვანელობას შორის დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად მომავალში მხოლოდ გაძლიერდება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
25 ოქტომბერს რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
42 წლის სუნაკი თანამედროვე ისტორიაში ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. მისმა წინამორბედმა, ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 20 ოქტომბერს განაცხადა. ის მთავრობის მეთაურად მხოლოდ 45 დღის განმავლობაში მუშაობდა, რაც ყველაზე მოკლე პერიოდია თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში.
მეტი რიში სუნაკის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.