„მტრის ანალიტიკის წაკითხვისას შემხვედრია განცხადებები, რომ რუსეთში სამხედრო ტექნიკა და იარაღი მალე ამოიწურება, არ გქონდეთ იმედი, მოიცადეთ“ – დიმიტრი მედვედევი

0
416
22 Views

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის ოპონენტებს მიმართა და მათ ურჩია, არ ჰქონდეთ იმედი, რომ ქვეყანას იარაღი ამოეწურება.

„მტრის ანალიტიკის წაკითხვისას არაერთხელ შემხვედრია განცხადებები, რომ რუსეთში მოთხოვნადი სამხედრო ტექნიკა და იარაღი მალე ამოიწურება. არ გქონდეთ იმედი. იარაღისა და სპეციალური აღჭურვილობის წარმოება მრავლდება ყველა მიმართულებით: ტანკებიდან და თოფებიდან დაწყებული მაღალი სიზუსტის რაკეტებითა და დრონებით დამთავრებული. მოიცადეთ“, – წერს მედვედევი.

მან, დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, ის ნიჟნი თაგილს ეწვია და კორპორაცია „ურალვაგონზავოდში“ ტანკების წარმოების საკონტროლო შემოწმება ჩაატარა.

Cesko