30 Views
ისრაელმა კიდევ ერთხელ თქვა უარი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. ამის შესახებ RBC-Ukraine იტყობინება.
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თავის ებრაელ კოლეგას ბენი განცს ესაუბრა. სწორედ განცი დაჰპირდა უკრაინას დახმარებას, თუმცა მან თქვა, რომ „ოპერატიული შეზღუდვების“ გამო ვერ ხერხდება დახმარების გაწევა უკრაინისთვის.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განმარტა რატომ ვერ მიაწვდის ისრაელი უკრაინას სამხედრო დახმარებას.
„მე ვარ ისრაელის პრემიერ მინისტრი და ჩემი მოვალეობაა, გავითვალისწინო ისრაელის ეროვნული და თავდაცვის ინტერესები“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.