20 Views
უფლებადამცველი მარი საბიაშვილი:
„იმხელა ამბავია ატეხილი, ვოცნებობ, ასეთი მონდომებით ბავშვებიც დავიცვათ იმ ფსიქო-ემოციური ძალადობებისგან, რომლებსაც ძირითადად მშობლები ახორციელებენ ხოლმე და ამის ფონზე, მეორე მშობელთან ურთიერთობაზე უარს აცხადებენ ბავშვები (აი აქედანვე ეყრება საფუძველი ძალადობას და ამას ყურადღებას არ აქცევთ) თქვენადა, ეს არ არის ძალადობა? სად ხართ ამ დროს ? რამდენ ფაქტზე მისაუბრია??, მაგრამ მსგავსი აღშფითებები არც არასამთავრობოების მხრიდან არასდროს მოჰყოლია ეს ისე, უბრალოდ
ახლა რაც შეეხება საქმეს, რთულია საქმის შეფასება შორიდან, როცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს და გარემოებებს სრულყოფილად არ იცნობ.. შესაბამისად, ვერასდროს გავაკეთებ სწორ შეფასებას, რასაც არ უნდა ვფიქრობდე..
ვგმობ ძალადობას როგორც კაცის, ასევე ქალის მხრიდან..
ვერც წარმატებულობა გამორიცხავს, რომ არ არის მოძალადე და არც ქალის მონაყოლია აპრიორი სიმართლე..
მე ბევრი ჩუმი მოძალადე კაცი მინახავს, საზოგადოება ტაშს რომ უკრავს და ბევრი მატყუარა ქალი, რომელიც პირიქით ძალადობს კაცზე ფსიქო-ემოციურად (შვილებით მანიპულირება და მათთან ურთიერთობის აკრძალვაც ძალადობაა). დიახ, დიახ, მინახავს..
ხოდა ჩემი სოლოდარობა ყველა დაჩაგრულს, ყველა მსხვერპლს, განურჩევლად სქესისა !!!!!!!!!
დანარჩენს დაველოდოთ.. იქნებ აცადოთ სასამართლოს ზედა ინსტანციებსაც..“