“ღმერთო, გადამაქციე ტელევიზორად…” – დაწყებითი კლასების მოსწავლის სულისშემძვრელი მიმართვა ღმერთს

October 21, 16:31
0
371

მარნეულის მე-2 სკოლის ისტორიის მასწავლებელი, შალვა მინდაძე პატარა მოსწავლის სულისშემძვრელ ნაწერს ასაჯაროებს, რომელშიც ბავშვი ღმერთს მიმართავს.
“მშობლებო‼️‼️‼️
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ბავშვებს დავალებად მისცა დასაწერად თავისუფალი თემა იმის შესახებ, რა უნდოდათ, რომ ღმერთს გაეკეთებინათ მათთვის, გთავაზობთ თემას☺️.

“ღმერთო, დღეს მე შენ რაღაც განსაკუთრებული მინდა გთხოვო: გადამაქციე ტელევიზორად. მე მინდა მისი ადგილი დავიჭირო. მინდა ისევე ვცხოვრობდე, როგორც ტელევიზორი ჩვენს სახლში. მქონდეს განსაკუთრებული ადგილი და მთელი ოჯახი ჩემს ირგვლივ იკრიბებოდეს. რომ მისმენდნენ და არ მაწყვეტინებდნენ საუბარს, არ სვამდნენ კითხვებს, როცა ვლაპარაკობ. მინდა ვიყო ყურადღების ცენტრში. მინდა მამა ჩემთან ატარებდეს დროს, როცა სახლში დაბრუნდება, თუნდაც დაღლილი. რომ დედა, ჩემი იგნორირების ნაცვლად, ჩემთან მოდიოდეს, როცა მარტო რჩება და მოწყენილია. მინდა, რომ ზოგჯერ მაინც ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გვერდით გადადონ და ჩემთან ერთად გაატარონ დრო. ღმერთო, ბევრს არ გთხოვ.. მინდა ვცხოვრობდე ისე, როგორც ცხოვრობს ნებისმიერი ტელევიზორი.”
დასკვნა თქვენ გამოიტანეთ”, – წერს შალვა მინდაძე.

 

Cesko