„თქვე უსისხლოებო რეებს აკეთებთ?.. იმ ბავშვს სოციალური ქსელი აქვს და ყველაფერს კითხულობს თქვე ავადმყოფებო!“ – რას წერს 13 წლის ლაზარეს ოჯახის ახლობელი?

0
1866
25 Views

ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ლაზარე ლობჟანიძის ოჯახის მეგობარი, თბილისის საკრებულოს წევრი კოტე ზარნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თბილისის მერის კახი კალაძის ლაზარესთან სტუმრობას ეხმაურება.

„ყველანი ვცდილობთ ძვლივს გადარჩენილი ბავშვის გარშემო პოზიტიური გარემო შევქმნათ და თქვე უსისხლოებო რეებს აკეთებთ?! რა პიარი და ანტიპიარი, რა ვინმეს დადანაშაულება, კარი რატომ გაუღეს და რატომ შეუშვეს სახლში, სულ გაგიჟდით ხალხო? სულ გასულელდით და გადახვედით ყველანაირ ადამიანურ საზღვრებს?! რამ გაგიყინათ სისხლი და გაგხადათ პოლიტიკური სვავები??? რაამ??? რა სურვილი გაქვთ ესეთი ყველაფერი კორტნოთ და ჯიჯგნოთ?! იმ ბავშვს სოციალური ქსელიც აქვს და ყველაფერს კითხულობს თქვე ავადმყოფებო!“ – დაწერა ზარნაძემ.

Cesko