“3 დღეა ჩემი სიცილის იქით სალაპარაკო ვერ ნახეს…”- რას ამბობს „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლისტი, რომელიც ეთერში ვაკის ტრაგიკული მოვლენების გარშემო სიცილით საუბრობდა

0
1667
21 Views

ამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლისტს, ტე­ლე­წამ­ყვან ქეთა ციცქიშ­ვილს ეცი­ნე­ბო­და. იგი სა­უბ­რობ­და აქ­ცი­ა­ზე, რომელიც ვაკის პარკთან დაკავშირებით იგეგმებოდა. ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტს საგანგებოდ გამოეხმაურა:

“3 დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას სოციალურ ქსელში და მესმის ფეისბუქის მიღმა ჩურჩულიც. ამიტომ კვირას, 6-საათიანი მთავარის დასაწყისში სიცილით წავიკითხე ნიუსი, რომელიც ეხებოდა თბილისის მერიასთან, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, დაანოსებულ აქციას. ჩემი სიცილის მიზეზი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა დაგეგმილი აქცია და მითუმეტეს ამ ამბის შინაარსი(ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევა). მიზეზი იყო სულ სხვა და ამის განმარტებას აქ, ბევრი რამის გამო, არ დავიწყებ.

მაყურებელი ჩვენგან დაცლილი ემოციით ელოდება ახალი ამბის გაგებას და ჩემთვის, ესეც ერთ-ერთი ნაწილია პროფესიონალიზმის. მაგრამ ჟურნალისტებამდე ჩვენც ადამიანები ვართ. ხანდახან ხდება ხოლმე.

ამ სტატუსს არ ვწერ იმ ადამიანებისთვის, ვისაც 3 დღეა მეტი საქმე არ აქვს და იმას ამტკიცებენ, ბავშვის სიკვდილი გაუხარდა და მაგიტო იცინოდაო. ამ ნაწილთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.

ვიფიქრე და ამ სტატუსის დაწერა გადავწყვიტე იმ ადამიანებისთვის, ვინც კარგად მიცნობს ან არც ისე კარგად, მაგრამ იცის ვინ ვარ და რისი გამკეთებელი და მაინც, გულის სიღრმეში დაუშვა, რომ სიცილი შემთხვევითი არ იყო. ვიფიქრე, ამის თქმა იმიტომ, რომ “მთავარ არხს” წარმოვადგენ, სწორია ჩემგან იცოდეთ, რომ სიცილის მიზეზი სხვა მოვლენა იყო. ბოდიში იმ მაყურებელს, ვისაც რეალურად ახალი ამბის გაგება უნდოდა და მათთვის არ იყო ჩემი სიცილი ლამაზი. დანარჩენებს, ზურგს უკან რომ მეტი სალაპარაკო არ გაქვთ, არც კი ვიცი რა გითხრათ.

13 ოქტომბერს მე მომიწია ეთერში მეთქვა, რომ მარიტა გარდაიცვალა. შვილი მეც მყავს, 9 წლის და დამიჯერეთ ჩემზე მეტად თქვენ არ განგიცდიათ უმძიმესი ამბავი. იმ ჩართვის დროსაც არ ვიყავი ემოციებისგან დაცლილი და მოდი, როგორც ჟურნალისტი ამისთვისაც მოვიხდი ბოდიშს.

3 დღეა ჩემი სიცილის იქით ტრაგედია და სალაპარაკო ვერ ნახეს. ვერ გაიგეს ბრაზი საით მიმართონ, სამწუხაროა.

P.S. ისე იცოდეთ,რომ სანამ თქვენ ეთერიდან რამეს გაიგებთ, მანამდე ჩვენ გვიხარია,ჩვენ გვწყინს,ჩვენ გვტკივა და ჩვენ ვტირით ამბებზე, რომელსაც გიყვებით”, – დაწერა ციცქიშ­ვილმა.

Cesko