„დააკვირდით ქართულ ტელევიზიებს და იქ გამომსვლელებს, ,,ქართველი“ თითქმის გამქრალია ლექსიკიდან“ – რუსუდან შარაძე

0
573
21 Views

პროფესორ გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ხვიჩამ ფეხბურთის ყურება დამაწყებინა. არცერთი მისი თამაში არ გამომიტოვებია. მსიამოვნებს ყურება, ყოველი წარმატებული მოქმედება, თუმცა არანაკლებ მიხარია ის, რომ 120 წუთში, კომენტატორი ფრანგია, იტალიელი თუ გერმანელი, იმდენჯერ ისმის სიტყვა „ქართველი“, სხვაგან ვერსად რომ გაიგებთ. დააკვირდით ქართულ ტელევიზიებს და იქ გამომსვლელებს, ,,ქართველი“ თითქმის გამქრალია ლექსიკიდან.

ვინც საქართველოს ასახელებს, მის ნიჭიერ მოდგმას, კეთილ და მადლიან ხალხს მსოფლიოს გააცნობს, ყველას გაუმარჯოს!“ – წერს რუსუდან შარაძე.

 

Cesko