„უკრაინის პრეზიდენტი ერთ რიგში დგას ოსამა ბინ ლადენთან და სხვა საერთაშორისო ტერორისტებთან, კიევის რეჟიმი ტერორისტული გახდა“ – ვიაჩესლავ ვოლოდინი

0
389
20 Views

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმს უჭერენ მხარს, აფინანსებენ ტერორიზმს.

„უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც გასცემდა ბრძანებებს ტერაქტების განხორციელების შესახებ, ერთ რიგში დგას ოსამა ბინ ლადენთან და სხვა საერთაშორისო ტერორისტებთან. დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ ზელენსკის რეჟიმს, აფინანსებენ ტერორიზმს. ამასთან დაკავშირებით, მინდა გავიხსენო მსოფლიოში ცნობილი წესი: ტერორისტებთან მოლაპარაკება არ ხდება“, – წერს ვოლოდინი ტელეგრამის არხზე.

მისი თქმით, ზელენსკის ქმედებებმა გამოიწვია უკრაინელი ხალხის ტანჯვა, რომელიც „მისი ნაცისტური პოლიტიკის მძევლები არიან“.

„მოთმინების ფიალა ამოიწურა. კიევის რეჟიმი ტერორისტული გახდა. ატომური ელექტროსადგურების კრიტიკული ინფრასტრუქტურის – ზაპოროჟიეს და კურსკის რეგულარული დაბომბვა, საზოგადო მოღვაწეების მკვლელობები უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიაზე, დივერსია ყირიმის ხიდზე“, – აღნიშნა ვოლოდინმა.

Cesko