22 Views
ნაკლებ სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზირდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელი ინციდენტი ნატოსა და დიდი შვიდეულის ლიდერებმა განიხილეს და პოლონურ მხარეს გამოძიებაში დახმარებას დაჰპირდნენ.
აფეთქება გვიან ღამით უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელ პჟევოდოვოში, მარცვლეულის საშრობი ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა.
სხვადასხვა მედიასაშუალებამ მალევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პჟევოდოვოში უკრაინის მიმართულებით ნასროლი 2 რუსული რაკეტა აფეთქდა. ინციდენტიდან მალევე პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ მთავრობა შეიარაღებული ძალების მზადყოფნას აძლიერებს.