22 Views
გენერალ სერგეი სუროვიკინის დანიშვნა უკრაინაში რუსული ძალების მეთაურად ასახავს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საზოგადოების სურვილს, გააუმჯობესოს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა წერს.
სუროვიკინი 8 ოქტომბერს დაინიშნა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მთავარ მეთაურად, რომელიც უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს.
„სუროვიკინის დანიშვნა, სავარაუდოდ, ასახავს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საზოგადოების სურვილს გააუმჯობესოს სამხედრო ოპერაციის ჩატარება. თუმცა, სავარაუდოდ, მას მოუწევს კონკურენცია გაუწიოს რუსეთის მზარდ ფრაგმენტულ თავდაცვის სამინისტროს, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი რესურსები უკრაინაში დასახული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – ნათქვამია მიმოხილვაში.