ლვოვში, მასიური თავდასხმის გამო, სკოლები დაიხურა და მობილური კავშირი შეფერხებულია

0
337
25 Views

ლვოვში, რუსეთის ჯარის  მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმების გამო, მობილური კავშირი შეფერხებულია, – ამის შესახებ ლვოვის მერი, ანდრეი სადოვი იუწყება.

მისი თქმით, ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.

„ონლაინ გაკვეთილი განგაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყება“, – განაცხადა მერმა.

Cesko