ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა

0
361
22 Views

სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გაშვების მატება შეიძლება მიანიშნებდეს, რომ 2017 წლის შემდეგ პირველად, ფხენიანი ახლოს არის ბირთვული გამოცდის განახლებასთან.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის, ტოშირო ინოს განცხადებით, ორივე რაკეტა 100 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და 350 კილომეტრი იფრინა. რაკეტები იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა. იაპონიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რაკეტები შესაძლოა, წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს.

„ჩვენი სარაკეტო გამოცდები არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და რეგიონალური მშვიდობა აშშ-ის პირდაპირი სამხედრო საფრთხეებისგან“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის მედიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, სამხრეთ კორეამ და აშშ-მა ერთობლივი საზღვაო წვრთნები გამართეს.

Cesko