28 Views
„ვაგნერის ჯგუფის“ ჯარები კვლავ უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე აშშ-ს თავისი ჯარების დაჯგუფებაში ცვლილებები არ შეუტანია.
„ვაგნერის ჯგუფი“ კვლავ უკრაინაშია, მაგრამ მათი სპეციფიკური ხასიათის თვალსაზრისით, შეუძლიათ თუ არა მათ გადაადგილება რთული სათქმელია.
რუსეთში მიმდინარე მოვლენებს რაც შეეხება, ჩვენ არაფერი გვინახავს, რაც, ჩვენი გადმოსახედიდან, მოგვთხოვდა რაიმე იძულებითი კორექტირების გაკეთებას [ჯარების დაჯგუფებასა და განლაგებაში]“, – განაცხადა რაიდერმა.