ვინ არის დიდი დიღომში ცოტა ხნის წინ მოკლული ქალი? – გარდაცვლილი ქართველია, დამნაშავე – უცხოელი

October 8, 09:39
0
796

მკვლელობა მოხდა დიღომში. მოკლულია ახალგაზრდა ქალი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა. მოკლული ქალის ცხედარი 35-ე კორპუსში ნახეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილზე მალევე მივიდნენ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდო ბრალდებულის დაკავება მალევე შეძლეს.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, მოკლული ქალი ქართველია.

„ამ კორპუსში ძალიან ბევრი უცხოელი ცხოვრობს. მთელი დღე ეძებდნენ ამ გოგოს, რომ ვერ დაუკავშირდნენ, შემდეგ გამოიძახეს პოლიცია და ასე იპოვეს გარდაცვლილი.  მე პოლიციის მოსვლის შემდეგ გავიგე ამ მკვლელობის შესახებ, მითხრეს, რომ დამნაშავე უცხოელია და პოლიციამ უკვე დააკავა“,- ამბობს ადგილობრივი.

როგორც „,პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პრაიმტაიმი

Cesko