როგორ ამუშავებდნენ უხელფასოდ “მთავარ არხზე” “ვანოს შოუს” მსახიობებს – “როცა უხელ­ფა­სოდ ვმუ­შაობდით და ხმა არ ამოგ­ვი­ღია, მა­შინ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ყა­ვით, ახლა ცუ­დე­ბი ვართ?”

0
715
19 Views

ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი “ვა­ნოს შოუს” შე­მოქ­მე­დე­ბით­მა გუნ­დმა “ტვ პირ­ველ­ზე“ და­ი­წყო. თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო „მთა­ვა­რი არ­ხის“ და­ტო­ვე­ბა, რა­ზეც იუ­მო­რის­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა. სა­ჯა­რო პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა „მთა­ვარ­მა არ­ხმაც,“ რა­ზეც ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა პი­რა­დად უპა­სუ­ხა… ცი­ა­კო ფი­ფია იუ­მო­რის­ტე­ბის გუნ­დის ერთ-ერთი წევ­რია, ის ჟურ­ნალ “გზას­თან” არ­ხის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს და გულ­ნატ­კე­ნია, რომ ამის გამო, ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა მათ მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი არ და­ი­შუ­რეს.

“მთა­ვარ­ზე” სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში (აპ­რი­ლი, მა­ი­სი, ივ­ნი­სი) სრუ­ლი­ად უხელ­ფა­სოდ ვი­მუ­შა­ვეთ. ელე­მენ­ტა­რუ­ლად მგზავ­რო­ბის ფული გინ­და ადა­მი­ანს. იმ ად­გი­ლას არც მეტ­რო იყო, არც ავ­ტო­ბუ­სი და არც „მარ­შუტ­კა“ მი­დი­ო­და. ან ფე­ხით უნდა მი­სუ­ლი­ყა­ვი და ან ტაქ­სით, ანუ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ვზა­რალ­დე­ბო­დით. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ხმას არ ვი­ღებ­დით, ვმუ­შა­ობ­დით და გა­და­ცე­მე­ბი ეთერ­ში გა­დი­ო­და. ეს ისევ ვა­ნოს დამ­სა­ხუ­რე­ბით ხდე­ბო­და. ერ­თი­ა­ნო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. მხარ­ში დგო­მაც ვი­ცით, ყვე­ლა­ფე­რი გვეს­მის, მაგ­რამ ჩვენს უკან ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი და შვი­ლე­ბი დგა­ნან. ასე­ვე ბან­კის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. როცა ადა­მი­ა­ნებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს აღე­ბუ­ლი, ვმუ­შა­ობთ, ვშრო­მობთ, იქ ხელ­ფა­სიც უნდა იყოს. როცა ხელ­ფა­სი არ იყო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არხს გვერ­დით ვე­დე­ქით.

ისე არ ყო­ფი­ლა, რომ ზუს­ტად გვცოდ­ნო­და, ხელ­ფა­სი რო­დის ჩაგ­ვე­რი­ცხე­ბო­და, – „წი­ა­წი­ად“ გვე­რი­ცხე­ბო­და. ამ არხზე გული ძა­ლი­ან დამ­წყდა და იქა­უ­რო­ბა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია. უბ­რა­ლოდ გვი­თხრეს, რომ და­ი­ხუ­რე­ბო­და „შა­ბა­თის შოუ,“ „მთა­ვა­რი გო­გო­ე­ბი,“ „მთა­ვა­რი ბი­ჭე­ბი“ და მხო­ლოდ „ვა­ნოს შოუ“ გა­ვი­დო­და, მი­ნი­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ვა­ნომ ეს არ გა­ა­კე­თა, თა­ვი­სი გუნ­დი ვერ გა­წი­რა. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა, ხალ­ხმა უნდა და­ი­ნა­ხოს. მარ­თლა ჯვარს გვაც­ვეს, როცა გა­ი­გეს სხვა­გან გა­და­ვე­დით. თან ეგო­ნათ, რომ იმი­ტომ გა­და­ვე­დით ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რა­ღაც უკე­თე­სი შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. ჩვენ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში იმი­ტომ გა­და­ვე­დით, რომ ყვე­ლა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსახ­სროდ დავ­რჩით. ჩვე­ნი გუნ­დი ვა­ნომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა…

როცა სამი თვე უხელ­ფა­სოდ ვი­მუ­შა­ვეთ, ხმა არ ამოგ­ვი­ღია, მა­შინ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ყა­ვით, ახლა ცუ­დე­ბი ვართ? გული მწყდე­ბა” – უთხრა ჟურნალ “გზას” მსახიობმა.

Cesko