ოთარ ტატიშვილი ორი შვილის მამაა. მიშო და ზუკა ტატიშვილები ცნობილ ექიმსა და ტელეწამყვანს ეკა არჩვაძისგან ჰყავს.
წყვილი წლების წინ განქორწინდა.რაც შეეხება ბიჭების დედას, ეკა არჩვაძე 2021 წელს “ალილოს” წევრ გია დავითიანს გაჰყვა ცოლად.
ოთარის უფროსი ვაჟი ზუკა ექიმია. შოთიკო მუსიკოსია და სახლში საკუთარი სტუდია აქვს მოწყობილი.
შოთი ტატიშვილი ამბობს, რომ დედის გათხოვების ამბავი ბიჭებისთვის თავდაპირველად ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ ყველაფერი დალაგდა.
“როცა საქმედედას დაოჯახების საკითხს შეეხო, გვიჭირდა მეც და ჩემს ძმასაც. ძალიან რთულად მისაღები და არასასიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ როდესაც ვილაპარაკეთ და გაგვიზიარა, მერე უკვე ყველაფერი მივიღეთ”.