ნიკა მელიას შენახვა ერთ წელში 1.471.000 ჯდება

0
283
16 Views

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო თოფურიძე, რომელიც საქართველოში პირველი ორი ინსტანციის სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე. ახლა ბულგარეთს აფარებს თავს. თოფურიძე სოციალურ ქსელში წერს:

„პატივცემულო საზოგადოება, საქართველოში თანამდებობაზე ყოფნის დროს მე და ჩემი კოლეგები, ვიცავდით თქვენს უფლებებს!
დღეს, მე გახლავართ პოლიტდევნილი, მიუხედავად ამისა, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც შემეძლება, ყოველთვის დავიცავ ჩემი ხალხის უფლებებს და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ვერავინ გაბედოს ჩემი ხალხის მოტყუება!
ეს წუთია მომაწოდეს ინფორმაცია. რამაც, ძალიან გამაღიზიანა! რა უჯდება ნაციონალურ მოძრაობას,
თავმჯდომარის, ნიკა მელიას შენახვა:
Faceebook- 500 000
დაცვის ხელფასი:
18 000. თვეში!
საწვავი 4 ტონა :
12 000. თვეში!
ხელფასი – 10 000
თვეში !
უცხოეთში ვოიაჟები :
41 000 !
ჯამი – 81 000 თვე
პლიუს რეკლამები,
სულ, წელიწადში
1 471 000 !!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ოპოზიცია თქვენ ნამუსი გაგაჩნიათ?!
ჩვენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით,
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, შეუპოვარი დათა ახალაის მეთაურობით, მთელი დეპარტამენტი 24 საათი ვებრძოდით კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, კბილებამდე შეიარაღებულ კრიმინალებს, სიკვიდილ – სასიცოცხლო ბრძოლაში, ყოველ დღე ადამიანების უსაფრთხოებას ვიცავდით, ქყვეყნის კონსტიტუციურ უსაფრთხოებას ვიცავდით !!!
ჩვენ შევძელით შეუძლებელი, მაფია დავამარცხეთ!!!
არჩევნებში დამარცხების შემდეგ , 2012 წელს სამშობლო დავტოვეთ!
10 წელი იძულებით პოლიტდევნილობაში ვართ!
10 წელი, ჩემი გმირი მეგობრები საპყრობილეში იხდიან არჩადენილ სასჯელს !
საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის აღმშენებელი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია
ოპოზიციის ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია საპყრობილეში, პოლიტპატიმარია
და თქვენ, ზოგ-ზოგიერთებმა ფუფუნება მოუწყვეთ თქვენს თავებს?!
ხალხი შიმშილობს და თქვენ მდიდრდებით?!!!
თქვენ ხართ ოპოზიცია?! თქვენ, ოქრო ვერცხლს დამონებულო ზოგიერთო ოპოზიციის წარმომადგენლებო,
ჩვენს გაკვალულ გზაზე მოხვედით და 10 წელი ბრტყელ ბრტყელ სიტყვებს ისროდით ჩვენზე რომ პასუხისმგებლობას იღებთ იმაზე რაც ხდებოდა!
ცუდი რა ხდებოდა ?!
სამშობლოს სიყვარული,
რეფორმები,
ქვეყნის აღმშენებლობა, დანაშაულია ?!
თუ ვინმე სამართალდამცავმა დანაშაული ჩაიდინა, რაც სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ხდება, ყველა ხელისუფლების დროს!
ჩვენი ხელისუფლების დროს ყველა დაპატიმრებული იქნა !
ვისაც არ სჯერა, გადაამოწმოს და დარწმუნდება, რომ მე, იოსებ თოფურიძე სიმართლეს მოგახსენებთ!
აბა, რაზე იღებთ პასუხისმგებლობას?! თქვენ თუ რამე დანაშაული იცოდით და დამალეთ, ე.ი. თქვენ ყოფილხართ სისხლის სამართლის დამნაშავე და ჩვენ რატომ ვართ ციხეში ?!
რატომ ვართ დევნილობაში ?!
თქვენ, ჩვენზე გადატეხეთ ჯოხი და ცხოვრება მოიწყვეთ !!!
არავის, არავის, არავის ეპატიება ხალხის მოტყუება და ხალხის კუთვნილი ფულის მითვისება !!!!
საქართველო შიმშილობს, ხალხი, თქვენ იმედის თვალით შემოქცქერით და თქვენ მდიდრდებით!!!
ხალხნო, ეს რა ხდება ?!
ხელუსუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ, ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება !!!
რა თქმა უნდა ყველა ოპოზიციონერს ეს რისხვა არ ეხება, მაგრამ სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას, რომ ინიშანავდა ?! თქვენი, თქვენი შემოსავალიც დასათვლელია! ამ საქმის მიჩუმათება არ შეიძლება, ვის აყრით ნაცარს თვალებში, ხალხს, რომლებმაც მანდატი მოგცათ პარლამენტში შესასვლელად, იმ ხალხს ძარცვავთ ?!! გამოსავალი იპოვეთ, არა ? ნიკა მელიას გაანთავისუფლებთ დაკავებული თანამდებობიდან ?
ტაში, ყოჩაღ!!!
წინასწარ, გადამოწმების გარეშე, მე დასკვნის გაკეთება არ შემიძლია,
მაგრამ თუ დადასტურდა სისხლის სამართლის დანაშაული, ხალხის ნდობის ბოროტად გამოყენება,
ხალხის , ბიუჯეტის ფულის უკანონოდ მითვისება, მაშინ, ყველა დამნაშავე :
ყველა, ციხეში!
ყველა, ციხეში !
ყველა, ციხეში !
ჩემს ქვეყანაში ხალხი უფლებები უზენაესი უნდა იყოს !!! საქართველო კორუფციის გარეშე !!! რას და ვის უძლებდი , ჩემო მიშა!!!! ქართველო ხალხო , შემართებით ! საქართველო უპირველეს ყოვლისა !
პატივისცემით, პოლიტდევნილი იოსებ თოფურიძე
05.10.2022 წელი

ხო მართლა, არჩევნებზე გამახსენდა, დრო, გახლავთ ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი! რასაც ვერ ალაგებს ადამიანი, დრო დაალაგებს, ისევ ადამიანების ხელით მხოლოდ სხვა დროში, როცა ცვლილებების დრო მოვა!ცვლილებების დრო მარტო საქართველოში კი არა , მსოფლიოში მოვიდა, კატასტროფული სისწრაფით იცვლება მოვლენები! უკრაინა სამამულო ომს იგებს ! უკრაინელი ხალხის გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვებაა !საქართველოში იწყება ახალი ცხოვრება! არავითარი პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები საქართველოში აღარ იქნება, მხოლოდ ხალხს დაუბრუნდება, ხალხის მოპარული ფული!“

Cesko