აშშ-ის დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ დუგინის შვილის მკვლელობის უკან უკრაინული მხარე დგას – “ნიუ-იორკ თაიმსი”

October 6, 11:55
0
343

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ ალექსანდ დუგინის შვილის მკვლელობის უკან უკრაინული მხარე დგას – ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუ-იორკ თაიმსი” ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსანი ვარაუდობს, რომ ოპერაციის მთავარი სამიზნე, გამოჩენილი რუსი ნაციონალისტი, ალექსანდრ დუგინი იყო. ოფიციალურ პირს არ დაუსახელებია, უკრაინის ხელისუფლებიდან კონკრეტულად ვის მიერ იყო ავტორიზებული მისია და იყო თუ არა ნებართვა გაცემული პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ.

ნიუ-იორკ თაიმსის” სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ უკრაინელთა მოტივი იყო იმის “ჩვენება, რომ რომ უკრაინას შეუძლია, ძალიან მიუახლოვდეს ცნობილ რუსებს”

 

Cesko