არ არსებობს საქართველოს ისტორიაში უფრო ბოლშევიკური და ანტიდასავლური ძალა, ვიდრე არის „ნაცმოძრაობა“ – მამუკა მდინარაძე

0
361
24 Views

არ არსებობს საქართველოს ისტორიაში უფრო ბოლშევიკური და ანტიდასავლური ძალა, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“ – ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ და სხვა ქვეყნების ინტერესები გაატარონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ.

„ნაცმოძრაობა“ რომ დაგიძახებს რაღაც ცუდს და მათ შორის, ანტიდასავლურ ძალას, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ, ანუ მაშინ ხარ ევროპელიც, დასავლელიც და მაშინ იბრძვი შენი სამშობლოსთვის, რადგან არ არსებობს საქართველოს ისტორიაში უფრო ბოლშევიკური და ანტიდასავლური ძალა, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც სიტყვით ყოველთვის დეკლარირებს ვითომ დასავლეთისკენ და საქმით ყოველთვის აკეთებს მტრის საქმეს, ანტიქართულ საქმეს, ასე იყო რეზოლუციის შემთხვევაში, როცა ქართველ მებრძოლებს ომის დაწყება დააბრალეს, ასე იყო სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის შემთხვევაშიც და ასეთია მათი ისტორია, დღესაც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ, სხვა ქვეყნების ინტერესები გაატარონ და საკუთარი მერკანტილური ინტერესები წამოწიონ წინ. ერთადერთი პარტიაა, რომელიც ებრძვის ამ ქვეყანას, ეკლესიას, რომელსაც ებრძოდნენ ბოლშევიკები., ქართულ იდენტობას ებრძოდნენ ბოლშევიკები და დღეს ებრძვის „ნაცმოძრაობა,“- განაცხადა მდინარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა რომან გოცირიძის განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი განცხადებების მხოლოდ 10 პროცენტია სიმართლე და უახლოეს მომავალში „ხალხის ძალა“ გაფართოებას აღარ გეგმავს, თუმცა, რა იქნება ერთი ან 5 თვის შემდეგ, ამის განსაზღვრა ძნელია.

„გოცირიძემ თქვა, რომ მთელი ღამე ვტიროდი, ვეხვეწები ამ კაცს, რასაც გაიგებ და დაინახავ, ყველაფერს ნუ ლაპარაკობ-თქო, არადა ბევრჯერ „ჩამიშვა“ და ახლაც. წეღანაც ვთხოვე, მივაძახე, ნუ „ჩამიშვებთ“-თქო და არ იშლის – რა გავაკეთო? ახლა სერიოზულად თუ გნებავთ – რომან გოცირიძეს, გუშინაც ვთქვი, რომ 10% შეგიძლიათ დაუჯეროთ, ეს 10 პროცენტი იყო ის, რომ ზაალ მიქელაძე გაარტყა, როგორც ჟარგონულად იტყვიან, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, თუ კიდევ უფრო სერიოზულად ვილაპარაკებთ ამ თემაზე, ჩვენ ამ ეტაპზე, მათ გაფართოებას არ ველოდებით, დღეის მდგომარეობით მათთან გადასვლის სურვილი „ოცნებიდან“ აღარავის დაუფიქსირებია. ერთი თვის და 5 თვის შემდეგ რა იქნება, არავინ იცის, მაგრამ დღეის მოცემულობით, რომ მათთან კიდევ ვინმე გადავიდეს, არ ველოდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

Cesko