ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა

0
403
24 Views

რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა.

 

დოკუმენტის თანახმად, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის საზღვრები განისაზღვრება რესპუბლიკის საზღვრებით მისი ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს.

ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ საზღვრები განისაზღვრება იმ ტერიტორიის საზღვრებით, რომელიც არსებობდა მისი ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს. განმარტებულია, რომ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზღვარი, რომელიც დაკავშირებულია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიასთან, იქნება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი.

რაც შეეხება ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონებს, საზღვრები განისაზღვრება ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს. ასევე მითითებულია, რომ ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების საზღვარი, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის მიმდებარედ, არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი.

მანამდე, რუსეთმა უკრაინის  ტერიტორიების მიერთება კონსტიტუციურად აღიარა.

Cesko