ნელ-ნელა წავიდა შიდა გარჩევები, კონკურენცია და დღეს აკელა, მიშას ვგულისხმობ, რომელსაც 40 წლის ზემოთ ხე არ უნდოდა, ხე უნდა მოჭრაო, დღეს უკვე 50-ს მიუკაკუნა. მას ეს თავისივე წყევლა დახვდა წინ და ცვლიან“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „იმედი LIVE“ განაცხადა.
კითხვაზე ცდილობს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ იგივე არგუმენტებით ოპონირებას, რა ფაქტებიც მათივე მმართველობის დროს იყო, ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაცია რამდენჯერმე მოხდა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ ოპონირებისთვის არგუმენტები არ აქვს.
„ისინი ასე ხედავენ. ეს არის მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ახდენენ პარაზიტიზმს ფსევდოპოლიტიკაში. მათი რეანიმაცია რამდენჯერმე მოხდა. გვახსოვს, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა არსებობდესო. ჩვენს თვალწინ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენჯერმე გადაარჩინეს. შესაძლოა, ადამიანს ერთხელ ხელოვნური სუნთქვა გაუკეთო და მეორედ შეაერთო ხელოვნურ სუნთქვაზე. იყო ეს პერიოდიც. მიშას საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ის პერიოდი, ფაქტობრივად, ხელოვნურ სუნთქვაზე იყო მიერთებული. ყველა ცდილობდა მათ გაემარჯვა, მაგრამ არ გამოვიდა და დღეს ვხედავთ ამ პროცესს – მათ არგუმენტები არ აქვთ. ეს არის მათი პროექციები. მათ სხვაგან თავის თავის პოვნა არ შეუძლიათ. მათ არ უმუშავიათ უკვე წლებია. ერთადერთი გამონაკლისი ბანკირები არიან“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ საქართველოში მოხდა, რომ ბანკირები ქუჩაში გავიდნენ – მსგავსი რამ მათ ღირსებას არ შეესაბამება.