“ყურადღებით იყურეთ ცაში, ჰიპერბგერითი რაკეტა მაღალი სიზუსტით, ზედ არ დაეცეს თქვენი “სასამართლოს” შენობას!…”- მედვედევი

0
481
24 Views

სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება , – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაცემულია პუტინის დაპატიმრების ორდერი, საშინელი შედეგები ექნება საერთაშორისო სამართლისთვის.

„ეს არის საფუძვლების, სამართლის პრინციპების კოლაფსი, მათ შორის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის პოსტულატების”, – აღნიშნა მედვედევმა.

მედევედევი მიმართავს მოსამართლეებს, „ყურადღებით უყურონ ცას“.

„და სასამართლო უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატო-ს ქვეყნების მოსახლეობა, ამიტომაც არ დაიწყებენ ომს. მათ შეეშინდებათ. არავის შეებრალებათ, ასე რომ მოსამართლეებო, ყურადღებით უყურეთ ცას“, – განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

წყარო: https://www.rbc.ru/politics/20/03/2023/6417ebf39a7947603b1d6795

 

 

Cesko