სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა

March 20, 15:02
0
285

ჩინეთის ლიდერი, რუსეთში ომის დაწყების შემდეგ სამდღიანი ვიზიტით პირველად ჩავიდა.

ცოტა ხანში დაიწყება ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვდება.

სი ძინპინმა მოსკოვში ვიზიტამდე რუსულ მედიაში ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების შეფასების პარალელურად უკრაინაში ომზეც ისაუბრა.

„რთულ პრობლემებს მარტივი გადაწყვეტა არ აქვთ“, – წერს ჩინეთის ლიდერი და მხარეებს ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების 12-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს კარგ ძველ მეგობარს უწოდებს, რომელსაც კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია.

Cesko