სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე წერს:
“ეეეჰ, ძალიან მიკვირს; თავზე დაგვამხო ყველაფერი უკრაინის ოფიციოზმა, შეურაცხყოფით დაწყებული, ომში ჩაბმის მოთხოვნით გაგრძელებული, ბოლოს- ხელისუფლება გადააგდეთ, დაგეხმარებითო. რაღაც არ მახსოვს, ასეთი ოფიციალური სკანდალი ან უკრაინის ელჩის დამუნათება! კელი გვაჩუმდებდა, ხომ? ვხვდებით…
ლუკაშენკოს რომ დაეტაკა სრულიად ხელისუფლება, კონტექსტს ჩავუღრმავდეთ, იქნებ. ლუკაშენკომ არ ცნო აფხაზეთი ამდენი წლის მანძილზე. ის დინჯი, ჭკვიანი და პირდაპირი პოლიტიკოსია. ლუკაშენკოსგან საქართველოსთვის სამომავლოდ სასიკეთოს უფრო ველი, ვიდრე საზიანოს. ჯობს, ემოციას ღამე მაინც გავათევინოთ და ასეთი აფეთქების ნაცვლად, იქნებ ჩავუფიქრდეთ, რა შეიძლება მოხდეს ჩვენთვის სასიკეთო, რამდენიმე სვლის შემდეგ, პერსპექტივაში!”, – წერს ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, ბელორუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, რითიც საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.