„ჩვეულებრივად გამიჩალიჩა გვარამიამ…“ – რა თქვა პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიამ “მთავარ არხზე” შექმნილი მდგომარეობის გამო?

May 17, 11:41
0
479

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი გაბუნია სატელევიზიო ეთერში ბრუნდება და არხსაც უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მთავარი არხის ტელეწამყვანმა ეკა კვესიტაძემ ისაუბრა.

“გიორგი გაბუნია ბრუნდება სატელევიზიო ეთერში. ეს ჩვენი გუნდის მოთხოვნაა, ის დაბრუნდება, შეცვლის ნიკას, ის არის ჩვენი დირექტორი დღეიდან და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენ არხზე დაბრუნდება ხალხისთვის”, – თქვა ეკა კვესიტაძემ.

გიორგი გაბუნიამ კი აღნიშნა, რომ მას გვარამიამ “გაუჩალიჩა”:

“მართლა, აი, რასაც ვამბობდი ჩვეულებრივად გამიჩალიჩა გვარამიამ იმიტომ, რომ არც არასდროს მიოცნებია, რომ არხის დირექტორი ვყოფილიყავი ან დირექტორის მოვალეობა შემესრულებინა. თუმცა, უცებ გამიჩნდა რაღაც ისეთი საქმეები, რომლის კეთება აქამდე არასდროს მიწევდა და ახლაც უნდა გავაგრძელო თქვენთან ერთად. იმედია, მალე დაგვიბრუნდება ნიკა, მანამდე კი მე შევასრულებ არხის ხელმძღვანელის მოვალეობას”, – თქვა გაბუნიამ.

Cesko