ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს ინფორმაციას… – “გამარჯვებაა, შედეგი მიღწეულია…”

0
12969
29 Views

საქართელოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა სასწრაფოდ გადაისროლა ახალი ძალები იზიუმის გადასარჩენად, თუმცა ექსპერტებს

ეჭვი ეპარებათ, რუსებს ამით ეშველოთ.„ერთ-ერთი შემდეგი სამიზნე არის მოლდოვა, დნეპრისპირეთის სეპარატისტული ანკლავი. იქ განლაგებული მეოთხე რუსული არმია კარგა ხანია ვეღარ მარაგდება რუსეთიდან. მისი ჯარისკაცები გარდაუვალი შეტევის შიშით მასობრივად უარს ამბობენ კონტრაქტის გაგრძელებაზე. დნეპრისპირეთის აღება უკრაინული არმიისთვის 2-3დღის ამბავია და ეს აღადგენს მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის პრეცედენტს საქართველოსთვისაც. დნეპრისპირეთის ოპერაცია სავარაუდოდ წლის ბოლომდე განხორციელდება“, – აცხადებს სააკაშვილი.მისივე შეფასებით, უკრაინული ჯარი უკვე შევიდა ხარკოვის სტრატეგიულ ქალაქ კუპიანსკში.
„კუპიანსკის შემდეგ მიზანი უკვე იზიუმის გათავისუფლებაა, რაც რუსეთისთვის მეორე უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის დაკარგვას ნიშნავს. რუსეთმა სასწრაფოდ გადაისროლა ახალი ძალები იზიუმის გადასარჩენად, თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რუსებს ამით ეშველოთ.
ჩვენ რეალთაიმში ვუყურებთ დომინოს პრონციპით რუსეთის მიერ ოკუპირებული მნიშვნელოვანი პუნქტების ერთი მეორეს შემდეგ დაცემას და აქ ბალაკლეია მხოლოდ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Cesko