„ეს ოთხი ნიშანი უნდა იყოს ყურადღებით“ – კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

0
3170
26 Views

„დედამიწა უარყოფით ენერგო ველშია, ყველას აქვს ნეგატიური ტენდენციები, მაგრამ ცეცხლის და ჰაერის ნიშნისთვის კვირა ცუდი არ არის“ – ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილაში“ ისაუბრა.

დღეს 26 სექტემბერს ახალმთვარეობაა – მზის და მთვარის შეერთება სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ხდება, რისკჯგუფშია სასწორი, ვერძი, ყურადღება თხის რქას და კირჩხიბს. ეს ოთხი ნიშანი უნდა იყოს ყურადღებით ჯანმრთელობის და კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის კუთხით.

დღეს არანაირი ახალი საქმე არ დაიწყოთ, რადგან არის ნეგატიური დღე, მაინც არაფერი გამოგივათ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას.

ხუთშაბათს, 29 სექტემბერს- სიყვარულის, ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს სასწორში 23 ოქტომბრამდე, რაც პარტნიორებში მოაგვარებს კონფლიქტურ სიტუაციებს. მაგრამ სასწორის გავლენით მოხდება გაორება ურთიერთობებში. პარასკევს და შაბათს მოტყუების ალბათობა მაღალია, ამიტომ იყავით ფრთხილად.

ვერძი –  ენერგოტონუსი მატულობს, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდებით, მაგრამ გაქვთ წყალქვეშა დინებები, არავის მოსმენა არ გინდათ და ამიტომ შეიძლება დაუშვათ შეცდომები. მაქსიმალურად ეცადეთ გააუმჯობესოთ პარტნიორთან ურთიერთობა.

კურო – ენერგოტონუსი მცირდება, არ იჩქაროთ და არ გადაიტვირთოთ, არაფერი სარისკო არ დაიწყოთ.

ტყუპები – ენერგია ემატებათ, ვერ გააჩერებთ, ენა უხდება 2, 5 მეტრიანი. კონკურსებში და ლატარიაში უმართლებთ, იღბალი მათ მხარესაა.

კირჩხიბი – დღეს და ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ახალმთვარეობა ყველაზე რთულად თქვენ გადაგაქვთ. არ დაიწყოთ ახალი სარისკო მოქმედებები, სჯობს ძველი საქმე დაასრულოთ.

ლომი – შარმიანი, აქტიურია. პერიოდი კარგია საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, ასევე კარგია პერიოდი ფინანსების გაუმჯობესებისთვის, მაგრამ იყავით ფრთხილად, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ეცდებიან თქვენ ჩათრევას ისეთ საქმეებში, სადაც შეიძლება ფინანსური ზარალი ნახოთ.

ქალწული – ჯერ კიდევ ინარჩუნებთ შრომისუუნარობას. ძველი საქმიდან შეიძლება ახლა მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. ინტერესთა ბრძოლა გაქვთ, გამოავლინეთ მეტი დიპლომატია.

სასწორი – ამ კვირიდან ამოისუნთქავთ. თქვენი დროა, იაქტიურეთ, იარეთ შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე, რაც გაზრდის თქვენ წარმატებას.

მორიელი – გჭირდებათ სიფრთხილე, ენერგოტონუსი მცირდება, გაღიზიანება მატულობს. თუ რამე ძველი ვალები გქონდათ, ყველა ახლა მოგთხოვთ, ასევე გაძლიერდებიან ფარული მტრები და ჭორები თქვენს წინააღმდეგ

მშვილდოსანი – ხდება უფრო აქტიური და ენერგიული. მათთვის იწყება ერთ-ერთი კარგი პერიოდი, მაგრამ ცოტა ფრთხილად უნდა იყოს ფულის სესხებაზე და გაცემაზე, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს პრობლემები, ან ვალი არ დაუბრუნონ, ან რამე მსგავსი.

თხის რქა – ენერგოტონუსი მცირდება, შეიძლება მარტივად გადაიღალოთ. უნდა გამოავლინოთ შეუპოვრობა და გამოავლინოთ დიპლომატია სამსახურში, თუ უფროსებს დაეჯახებით, შეიძლება სამსახურის კუთხით პრობლემებმა იჩინოს თავი.

მერწყული – თქვენი დრო იწყება, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გექნებათ. შემდეგი 1 თვე არის საუკეთესო პერიოდი უცხოელებთან კონტაქტისთვის და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თევზები – სიფრთხილე და წინდახედულობა გჭირდებათ, არ იყოთ ზედმეტად სუბიექტური. შემოქმედებითი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მაგრამ არ გათქვათ, ენას კბილი დააჭირეთ.

Cesko